პოლიტიკა

მერკელმა ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი განმარტა

19.12.19 11:45


გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რუსი დიპლომატები იმის გამო იქნენ გაძევებულნი, რომ რუსეთი გამოძიებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობდა.

თუმცა, მერკელის თქმით, ამჟამად გერმანიის ხელისუფლება გამოძიების საკითხში მეტ კონტაქტებს აფიქსირებს.

„უნდა გაგვეძევებინა დიპლომატები, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში რუსული ინსტანციების მხრიდან თანამშრომლობის მზაობა არ იყო. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინსაც ვესაუბრე. ახლა კი მეტ კონტაქტს ვხედავთ. ფედერალური მთავრობა ამას საჭირო დონეზე აკეთებს“,-აღნიშნა მერკელმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები