ეკონომიკა

ყაზახი ბანკირები საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მოდელს სწავლობენ

19.08.16 18:00


ყაზახეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის საქმიანობის გასაცნობად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა.

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა სტუმრებს საკასო ცენტრის სპეციალიზებული შენობა დაათვალიერებინა და იმ უნიკალური შესაძლებლობების თაობაზე მოუთხრო, რომელიც მას გააჩნია.

საკასო ცენტრის თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკასო ოპერაციების გამოცდილება გაუზიარეს უსაფრთხოების ნორმები გააცნეს. გარდა ამისა, სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებაც ესაუბრნენ, რაც მათ აღნიშნული პროექტის რეალიზებაში დაეხმარება.

სებ-ში განხორციელებული რეფორმების გაზიარების სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა. ამ მიზნით თბილისში უკვე იმყოფებოდა არაერთი დელეგაცია აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებიდან. ვიზიტორი ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით გახლდათ ჩამოსული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები