ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი V თავი II

19.08.16 19:05


ს. კარაპეტიანი შემდეგ ცნობაზე ირონიით წერს Выгодная и приятная для праваславной церкви мысль нашла своё место даже в официальных изданиях: «Церковь это «იგულისხმება თბილისის წმ. ნიკოლოზის „სურბ-ნაშანი>>как и многие ... , в Грузии были некогда в руках праваславного, посвящённое Николаю Чудотворцу»

მოტანილი ცნობა საქილიკო არაფრით არ არის. ამ კალენდრის შემადგენელნი იყვნენ განსწავლული სასულიერო და საერო პირები , რომელნიც გამოირჩეოდნენ ობიექტურობით, რაც ძნელია ითქვას ს. კარაპეტიანზე.

როგორც ჩანს,სომხებს თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ქართული ეკლესია არაერთგზის გადაუკეთებიათ - გადმოუკეთებიათ და ,,აუშენებიათ“ 1703 წელს და შემდგომ წლებში. ზედმეტად მიმაჩნია, განვიხილო 1703 წელს და შემდეგი პერიოდის სომხური წარწერები, ცნობები, რომელშიც ლაპარაკია ამ ეკლესიის რესტავრაციაზე. ეტყობა, აქაც და სხვაგანაც ქტიტორულ წარწერებში ,,მშენებლობა“ რესტავრაციის განახლების მნიშვენლობით არის ნახმარი, მაგრამ 1662 წლის წარწერაში სიტყვა ,, შენებას“ ( შინეცავ) რესტავრაციის მნიშვნელობა აქვს და არა მშენებლობის.

პლ. იოსელიანის, ზ. ჭიჭინაძის, გ. აღაიანცის და სხვათა ცნობებს წმ. ნიკოლოზის ( სურბ-ნშანის) ადრინდელი ქართულობის შესახებ ს. კარაპეტიანი ,,გამონაგონს“, ,, შეთხზულს“ უწოდებს და მისი აზრით მათ უპირისპირებს XVII ს-ის, ,, სომხურ ცნობებს ’’. ვთქვი და კვლავ ვიმეორებ- ეს ცნობები, როგორც ძველი ისე ახალი, წმ.ნიკოლოზის ეკლესიის თავიდან სომხურობას კი არ ამტკიცებს, არამედ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ქართული ეკლესია XVII ს-ში სომხებს რაღაც ხრიკებით ხელში ჩაუგდიათ.

ს. კარაპეტიანს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის თავიდანვე სომხურობის დასამტკიცებლად უნდა მოეტანა თბილისის წმ. ნიკოლოზის ქტიტორული წარწერა ან ქართველი მეფის ( ფეოდალს თავის მამულში მეფის ნებართვა არ სჭირდებოდა) თარიღიანი სიგელი, ნებართვა, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდებოდა, რომ ქართველი მეფე თბილისელ სომხებს უფლებას აძლევდა, აეშენებინათ ვერცხლის ქუჩაზე ეკლესია, სურბ- ნშანის სახელობისა. მსგავსი არავითარი საბუთი არ მოაქვს და თავგამოდებით ცდილობს, დაამტკიცოს ამ ეკლესიის ადრიდანვე სომხურობა და თანაც პლ. იოსელიანის, გ. აღაიანცის, ზ.ჭიჭინაძის და სხვათა ცნობებს უტიფრად ,,შეთხზულს“ უწოდებს. მას ქართული ცნობები ,, მონაგონი“ იმიტომ ჰგონია, რომ მიჩვეულია მისი თანამემამულე მეცნიერების მიერ ისტორიის, საბუთების ფალსიფიკაციას და მეცნიერულ ოინბაზობას, რაც საყოველთაოდ ცნობილია.

აი რას წერს რუსი მიტროპოლიტი ელინური სიტყვიერების დოქტორს, პორფირ უსპენსკის : ,,მამ პორფირ, არ დაუჯერო სომეხთა საბუთებს, ისინი თაღლითები არიან. დაამზადებენ რაღაც ყალბ საბუთს, შეინახავენ მიყრუებულ ან ნესტიან ადგილზე, რათა გაყვითლდეს და ძველ საბუთს დაემსგავსოს.“

როგორც ვხედავთ, ფაქტების ფალსიფიკაცია XIXს-ში სომეხ მეცნიერთა და ჟურნალისტთა ჩვეული ხერხი ყოფილა. ამ ტრადიციიდან გამომდინარე, ს. კარაპეტიანმა მისთვის არახელსაყრელ ავტორთა ცნობებს იოლად მიაეკერა ,, შეთხზულის ’’, ,,გამონაგონის“, ,,ნაყალბევის’’ იარლიყი.

ახლა ვნახოთ, როგორი პოპულარულია წმ. ნიკოლოზის კულტი საქართველოში. ამ წმინდანის კულტი საქართველოში, მართალია, ისეთი ფართოდ გავრცელებული არ არის, როგორც წმ. გიორგის, მაგრამ გაცილებით პოპულარულია ვიდრე სომხეთში. ისიც აღსანიშნავია, რომ წმ. ნიკოლოზის კულტი უფრო მიღებული იყო მართლმადიდებელ სამყაროში, ვიდრე მონოფიზიტურ ქვეყნებში. სომხეთიც მონოფიზიტური ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ ეკლესიას ქართველებმა აშენებისთანავე წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელი მიაკუთვნეს, რაც ინერციით შემორჩა, როცა სომხების ხელში მოექცა და უწოდეს სურბ- ნშანი. ისტორიულ სიმართლეს თუ დავიცავთ, იგი უნდა მოვიხსენიოთ თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის (სურბ-ნშანის) ეკლესიად და არა პირიქით, როგორც ამის დამკვიდრებას ს.კარაპეტიანი ცდილობს (არამარტო ის). ამით სწადია, ამ ეკლესიის სომხურის პირველადობას შეაჩვიოს მკითხველი.

ვნახოთ წმ. ნიკოლოზის სახელობის რამდენი ეკლესიაა საქართველოში : ნიკორწმინდის(XI), ყინწვისის(XII), ვერის(XVI), ჩუღურეთის(XVII), ნარიყალის(XI), წინწყაროს,( აღდგენილია XIX), თეთრიწყაროს(XVIII), მატნის(XVI), გრემის(XVI-XVII), ქვემო ნიჩბისის(XVII), ტანძიის(XVII); აგრეთვე გორში- სამი, ხაშურში-ორი, და სხვა.ეს არასრული სიაა. რაც შეეხება წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის გამოსახულებას, იგი ხშირად გვხვდება კედლის მხატვრობაში, უფრო კი საკურთხევლის, ეკლესიის მამათა რიგში და იშვიათად წმ. ნიკოლოზის ეკლესიის საკურთხევლის კონქში (XII) და სხვ.

წმ. ნიკოლოზის რელიეფური გამოსახულებები დღეისთვის თითქმის უცნობია, ანანურის გარდა. იგი მხოლოდ თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის (სურბ-ნშანის) ეკლესიის გუმბათის წახნაგზე გვხვდება. ეს არის სტილურად განსხვავებული გამოსახულება, რომელიც სავარაუდოდ 1703 წელს უნდა იყოს შექმნილი.

სახვითი ხელოვნებისაგან განსხვავებით საქართველოში მრავლად მოიპოვება წმ. ნიკოლოზის ცხოვრების კიმენური და მეტაფრასული რედაქციების თარგმანები. ( წმ. ეფთიმე მთაწმინდელის) და სხვ.

თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გუმბათის წახნაგზე არსებული წმინდანის რელიეფური გამოსახულება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ იგი ადრე ქართული ყოფილა. სომხებმა 1703 წელს ეს ეკლესია ფუნდამენტალურად გადააკეთეს და მიაშენ- მოაშენეს და არა პირველად ააშენეს, როგორც ჩრდილოეთის შესასვლელთან არსებული სომხური წარწერა იუწყება. ეს წარწერა გვამცნობს აგრეთვე, რომ ლევან მეფის დროს შესრულებულა ეს „მშენებლობა“ (1703), მაგრამ ქართველი მეფის სიგელით არ არის დადასტურებული. ამ დროს სომეხმა ოსტატმა გამოკვეთა წმ. ნიკოლოზის აღნიშნული რელიეფური გამოსახულება გუმბათის წახნაგზე, რითაც ინერციით გააგრძელა ქართულ ტრადიცია ამ ეკლესიის წმ. ნიკოლოზის კუთვნილების შესახებ, მაგრამ რელიეფური გამოსახულება სომხური რელიეფური ქანდაკების სტილში შეასრულა.

ამდენად, განხილული მასალის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, პლ. იოსელიანის, გ. აღაიანცის, ზ. ჭიჭინაძის და სხვათა ცნობები სანდოა და არავითარი მონაცემი არ არსებობს მათში ეჭვის შეტანისათვის, როგორც ამას აკეთებს ს. კარაპეტიანი.

გრძნობს რა, დამაჯერებელი არგუმენტებით ვერ უარყო პლ. იოსელიანის, ზ. ჭიჭინაძის, გ. აღაიანცის და სხვათა ცნობები თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) თავიდან ქართულობის შესახებ, ს. კარაპეტიანი ცდილობს ნაშრომის ეს სუსტი მხარე რომ გადაფაროს, 1703 წლის შემდგომი (როცა ეს ეკლესია კარგა ხნის გასომხურებული იყო) წლების სომხური ეპიგრაფიკული და საეკლესიო საარქივო მასალით, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენჯერ ჩაუტარდა ტაძარს რემონტი, რამდენი ურემი კირი და აგური დაიხარჯა და ა.შ უხვად აქვს მოტანილი ცნობები ამ ეკლესიის ქონების, საეკლესიო მამასახლისთა ვინაობის შესახებ, აქ არსებული ვაჟთა და ქალთა სკოლის მოწაფეთა რიცხვი, ეკლესიის ეზოში საფლავთა ეპიტაფიური წარწერები, რომელნიც შესრულებულია ქართულ, სომხურ, რუსულ ენებზე. აქვე არის გასომხებული ქართველის მეღვინიშვილის (მეღვინიანცის, 1843-1894) საფლავის წარწერა, რომელიც ბელგიის ვიცე-კონსული ყოფილა.

ჩვენ ამ მასალას არ განვიხილავთ, რადგან გვიანდელია და ეკუთვნის XIX ს. ფაქტი ერთია, თბილისის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ქართული ეკლესია სომხებმა მიითვისეს და უწოდეს სურბ-ნშანი. ეს კი ყველა დროის კანონით აკრძალულია და ითვლება სხვის ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის საკულტო ძეგლის მიტაცებად. ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს.

ვფიქრობთ, აუცილებელია ამ ეკლესიის საფუძვლიანი არქეოლოგიური გამოკვლევა და მოპოვებული მასალის გამოწვლილვით გაანალიზება.

p.s ნაშრომი დამთავრებული მქონდა , როცა გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის სომხეთში გაკეთებული განცხადება. მან გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი ფონდის მეშვეობით ახლავე დაიწყოს ორივე მხარის სადაო ეკლესიების რესტავრაცია-კონსერვაცია. ეს ძალიან საქმიანი წინანადებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ საკითხში სომეხ მეცნიერებს ძალიან მკაცრი პოზიცია აქვთ. ისინი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ სომხეთში, კერძოდ ლორე-ტაშირში, არავითარი ქართული ეკლესია არ ყოფილა დ არც ახლა არისო. ახტალას, ჰნევანქის, ქობაირის და სხვათა ქართული ეპიგრაფიკა მათ ქართულობას არ ამტკიცებს, რადგან ეს მხოლოდ გარკვეული პერიოდის დროებითი ისტორიული გავლენის შედეგიაო. თუ ეს ასეა, მაშინ თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესია თავიდანვე ქართული იყო და მასზე არსებული სომხური ეპიგრაფიკა დროებითი „ისტორიული გავლენის“ შედეგია, ამიტომ ეს ეკლესია ქართული იყო და რჩება ქართულად.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაზე ჩვენი მოკლე კომენტარი კი ასეთია: როგორც ვთქვით, სომეხი მეცნიერები კატეგორიულად არ ცნობენ ქართული ეკლესიების არსებობას სომხეთში. ვფიქრობ, ქართულმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს საქართველოში არსებული სადავო ეკლესიების რესტავრაცია-კონსერვაციისაგან, ვიდრე სომხეთის კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად არ მიიღებს ლორე-ტაშირში ქართული ეკლესიების აღდგენის უფლებას.

თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის (სურბ-ნშანი) ქართული ეკლესიის გადაცემა დაუშვებელია , მხოლოდ იმიტომ, რომ სომხურად არის გადაკეთებული.

აიასოფია მეჩეთად არის გადაკეთებული, მაგრამ ბიზანტიური მართლმადიდებლური არქიტექტურის სიამაყეს წარმოადგენს და არა მუსლიმანური ხურორთმოძღვრების ნიმუშს.

თბილისის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედი ეკლესიის გადაცემა კატეგორიულად არ შეიძლება!

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები