ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

22.08.16 16:15


საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ივლისში, ივნისთან შედარებით, 26.2 ათასი ტონით გაიზარდა და 131 ათასი ტონა შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული ბენზინის 64,5% რეგულარის (А-91) მარკის ბენზინზე მოდის, 33,1% — პრემიუმზე (А-95), ხოლო 2,4% — სუპერზე (А-98).

დიზელის იმპორტის 3,8% მოდის L-62 მარკის საწვავზე, ხოლო 96,2% — ევროდიზელზე (50PPM).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საწვავის იმპორტის ზრდას მისი მოხმარების ზრდა განაპირობებს.

ბენზინზე ფასები დაწევის გამო, ავტოგაზის მომხმარებლები კვლავ ბენზინის გამოყენებაზე გადავიდნენ.

მიმდინარე თვის ივნისში ყველაზე მეტი რაოდენობით ბენზინი რუმინეთიდან შემოვიდა და 39.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 30.3%-ია.

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი — 29.2 ათასი ტონით (22,3%)

• მესამეზე თურქმენეთი: 258 ათასი ტონა (19,7%)

• ბულგარეთი: 15 ათასი ტონა (11,5%)

• რუსეთი: 12.3 ათასი ტონა (23,8%)

• საბერძნეთი: 7.1 ათასი ტონა (5,4%)

• უკრაინა: 1.9 ათასი ტონა (1,4%).


წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1135


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები