საზოგადოება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობა აღკვეთა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

22.08.16 17:45


გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მცხოვრები შრი-ლანკის სამ მოქალაქეს საქართველოში სარფის საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით შემოსვლაში ეხმარებოდა. სასაზღვრო პოლიციამ ოთხი უცხოელი მოქალაქე დააკავა.

სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები