საზოგადოება

ქართველმა მარათონელმა ხარაზიშვილმა ფინიში პირველი ნახევრის შემადგენლობაში გადალახა

22.08.16 17:55


რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე მძლეოსნობის პროგრამის უკანასკნელ სახეობაში ქართველმა მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა 72-ე ადგილი დაიკავა. სულ სასტარტო პროტოკოლში 155 მძლეოსანი მონაწილეობდა.

42 კილომეტრისა და 195 მეტრის სიგრძის დისტანცია ქართველმა მარათონელმა 2 საათსა 20 წუთსა და 47 წამში გადალახა.

ოლიმპიური ჩემპიონი ამ დისციპლინაში კენიელი ელიუდ კიპჩოგე გახდა, რომელმაც დისტანცია 2 საათსა 8 წუთსა და 44 წამში გაირბინა. აფრიკული კონტინენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ეთიოპელმა ფეიისა ლილესამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაო ამერიკელ გეილენ რაპს ერგო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები