საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი ნატა ფერაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

22.08.16 18:25


თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „პარტიზანული მებაღეობის“ წევრს ნატა ფერაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა 25 აგვისტოს საკრებულოში თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშს დაესწროს.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრებთან ერთად ფრაქცია „რესპუბლიკელების“, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრები ესწრებოდნენ.

მათ ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რითაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ.

ერთობლივ განცხადებას 13 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

„სრული სისულელეა ის, რაც თქვა ნარმანიამ, გაუგებარ მორატორიუმთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, თვითონვე იმ განცხადების თავი და ბოლო ვერ გაიგო და მის შინაარსს ვერ მიხვდა. ამდენად, ვალდებულია ქალაქის არჩეული მერი მოვიდეს ხუთშაბათს საკრებულოში. ჩვენ გვაქვს საკმარისი ხელმოწერები, ასევე ვთხოვდი „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელს, ნატა ფერაძეს რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვთხოვდი, შეწყვიტოს შიმშილობა და ხუთშაბათს დაესწროს ნარმანიას ანგარიშის მოსმენას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს ნატა ფერაძე აპროტესტებს. ფერაძე თბილისის მერიის შენობის წინ მეექვსე დღეა შიმშილობს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1063


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები