მსოფლიო

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სროლის შედეგად, აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა

08.01.20 16:20


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სოხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა.

ინფორმაციას news.day.az ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფარზალი ფარზალიევი სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა 7 იანვარს, 14:56 წუთზე მოხდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალჩინოსნები.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები