მსოფლიო

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები: ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

08.01.20 17:20


უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების განცხადებით, თეირანის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Boing 737-800 ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მას ძალიან გამოცდილი პილოტები მართავდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება კიევში ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდა.

უკრაინული ავიახაზების წარმომადგენლების თქმით, აფრენამდე თვითმფრინავს გაუმართაობის არავითარი ნიშანი არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა გამთენიისას თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე კატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად, ბორტზე მყოფი 180 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები