ეკონომიკა
09.01.20 18:00
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა.
„ამერიკულ დოლარში ორი ქვეყნის ეკონომიკის შედარება სპეკულაციებისა და პოპულიზმის სივრცეს ტოვებს. კერძოდ, აქ მთავარ როლს თამაშობს ვალუტის კურსი და, შესაბამისად, რომელიმე ვალუტაში ეკონომიკების შედარება ზუსტ სურათს არ იძლევა. სწორედ გაცვლითი კურსის ფაქტორის გამოსარიცხად, საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ეკონომიკები საერთაშორისო დოლარებში იქნას შედარებული.
ეს არის ერთადერთი სწორი და უტყუარი საშუალება იმის გასარკვევად, რომელი ეკონომიკაა უფრო დიდი და ძლიერი. შესაბამისად, საერთაშორისო დოლარებში, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2018 წლის მონაცემებით 12 ათასი დოლარია, ხოლო სომხეთის 10,3 ათასი. აქედან გამომდინარე, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს, მცდარია“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ექსპერტის თქმით, სამწუხარო ტრენდია, როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან ეკონომიკური საკითხებით და რიცხვებით პოპულისტური მანიპულაციები მიმდინარეობს.
„ცხადია, მათ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ტყუილების ლაპარაკი არ უნდა იკადრო. მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ერკვევიან ეკონომიკურ საკითხებში, არ უნდა კადრულობდნენ მოტყუებით გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მოდელირებული რეალობის წარმოჩენას. ასეთი გამონათქვამები არის რიცხვების წვალება სასურველი შედეგისთვის, რაც მიუღებელია“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. საქართველოს მონაცემი სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშში აისახება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24