საზოგადოება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

10.01.20 17:00


ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

ცნობისთვის, ლერი ბარნაბიშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2013-2015 წლებში - აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები