საზოგადოება

ვარკეთილში, “ანას ბაღის” ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს

10.01.20 17:20


ვარკეთილში, ზემო პლატოზე, “ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა.

ვარკეთილში, მიმსინარე აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციაზე დაპირისპირება მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

როგორც”კვირას” შსს-ში განუცხადეს დაკავებულები 166-ე მუხლის საფუძველზე არიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულთა შორის არის სამშენებლო კომპანიის დირექტორიც.

ადგილობრივების პროტესტს „ევროპული სამშენებლო კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა.

გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. მისივე თქმით, კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები