საზოგადოება

The New York Times: საქართველო - საბჭოთა კავშირის კალიფორნია

22.08.16 19:55


პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა გამოქვეყნა სტატია, სადაც საქართველო შტატ კალიფორნიას შეადარა.

ჟურნალისტმა ჟიზელ უილიამსმა ქართული სტუმართმოყვარეობის, კოლორიტული ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს გამო აღტაცება გამოხატა.

თავისი სიტყვების დასტურად სტატიის ავტორს საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის სიტყვები მოჰყავს, რომელიც თბილისში საბჭოთა წლებში იმყოფებოდა.

„როდესაც 70-იან წლებში ლენინგრადში ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთად თბილისში წავედი. ეს ჰგავდა ოზის ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობას — ყველაფერი თეთრი და შავი უცებ ფერადოვანი გახდა“, — განაცხადა კელიმ.

განსაკუთრებული სილამაზით საქართველოს დედაქალაქი თბილისი გამოირჩევა, რომელიც მე-5 საუკუნეში თერმულ წყლებზე დაარსდა, აღნიშნულია სტატიაში.

„მის მოკირწყლულ ქუჩებს ჯერ კიდევ გოგირდის სუნი ასდის, თუმცა ძველ ქალაქში ტრადიციული აბანოებიდან მხოლოდ რამდენიმეღა ფუნქციონირებს“, — წერს NYT.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისელმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც მოდის სახლ Balenciaga-ს ჩაუდგა სათავეში, საქართველოს დედაქალაქს „გლამურული ხიბლი“ შემატა. თუმცა, თანამედროვე თბილისის სტუმრებს ყველაზე მეტად „პატარა დედაქალაქის სიმამაცე“ იზიდავთ.

„90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომიდან 2000-იანი წლების დასაწყისში მშვიდობიან რევოლუციამდე თბილისი ძლიერ შეიცვალა. შეძენილი ამბიციები ყველგან შეიგრძნობა. ეს შეგიძლიათ ნახოთ მდინარე მტკვრის პარიზული სტილის სანაპიროზე სეირნობისას, რომელზეც მიკელე ლუკას ექსპონატი — მშვიდობის ხიდია გადებული, ან ელექტრონული მუსიკის სცენაზე, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ბერლინის სერიოზულ მეტოქედ“, — მიიჩნევს ჟურნალისტი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები