საზოგადოება

გიორგი მიქაუტაძე: უზენაესის მოსამართლეების საკითხზე პოლიტიკური ტრიბუნა არ უნდა შეიქმნას

10.01.20 17:40


უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ODIHR-ის ანგარიშში შენიშვნები მოსალოდნელი იყო, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ახალი პროცედურებით პირველად წარიმართა.

"ბუნებრივია, იყო შენიშვნები და ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან პროცესი პირველად წარიმართა ამგვარი პროცედურებით. საჭიროა, რომ ყველამ უფრო საქმიანი თვალით შეხედოს ამ პროცესს და მეტად მოინდომოს, რომ პროცესი კონსტრუქციული დარჩეს, საქმეზე ორიენტირებული იყოს შეკითხვები და არა პოლიტიკური ტრიბუნა შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, 9 იანვარს ODIHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენასა და დანიშვნასთან დაკავშირებით ანგარიში გამოქვეყნდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები