ეკონომიკა
10.01.20 18:00
საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის ევროკავშირმა 1,5 მლნ ევროს ღირებულების პროექტი განახორციელა.
პროექტის, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ დახურვის ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
როგორც ღონისძიებაზე ითქვა, პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერება, საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
დაძმობილების პროექტმა, საქართველოს შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მიეღო ცოდნა, გამოცდილება და უნარები, მჭიდრო თანამშრომლობის გზით პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევაში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:
· მისი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციებითა და მთელი რიგი ევროდირექტივებისა და რეგულაციების მეშვეობით, მაგალითად: სათამაშოების, მანქანა-დანადგარების, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და სხვა პროდუქტის კატეგორიის პროექტის ინიცირების დაახლოების შესაბამისობის უზრუნველყოფაში,
· სააგენტოს ინსპექტორების ცოდნისა და უნარების ამაღლებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ ცოდნის გადაცემით ჩატარებული ტრენინგების, სემინარების, საპილოტე სწავლებების და საქართველოს საზღვრებს გარეთ სასწავლო ვიზიტების საშუალებით.
· სხვა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ცოდნის ამაღლებაში საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობით, (თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით), სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეოს დამზადებით.
პროექტი 24 თვის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდებოდა. მისი საერთო ღირებულება 1,5 მლნ ევროს შეადგენდა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 82
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24