მსოფლიო

ერაყში კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიბომბა, არიან დაშავებულები

13.01.20 10:30


სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ერაყში, დედაქალაქ ბაღდადიდან 80 კილომეტრში მდებარე ბალადის ავიაბაზა დაიბომბა.

რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 4 ერაყელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ყატარული ტელეარხი “ალ ჯაზირა” ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იტყობინება, ამერიკელი სამხედროების დიდმა ნაწილმა, რომელიც ბალადის ავიაბაზაზე იმყოფებოდა, ტერიტორია უკვე დატოვა.

ჯერჯერობით, ავიადარტყმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ბოლო დღეებში ერაყში სამხედრო ბაზები უკვე მესამედ დაიბომბა. ორ დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო.

სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მ 3 იანვარს ერაყში გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოელიმანი მოკლა. ამის შემდეგ ირანმა 8 იანვარს ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.

ირანის ხელისუფლებამ თქვა, რომ აშშ-მ უნდა დატოვოს რეგიონი, თუმცა საპასუხოდ, აშშ-მ ირანს ახალი, უფრო მკაცრი სანქციები დაუწესა და გააფრთხილა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები