მსოფლიო

თურქეთ-სირიის საზღვარზე 239 კმ სიგრძის კედელი აღიმართა

22.08.16 20:05


თურქეთისა და სირიის საზღვარზე 239 კმ სიგრძის ბეტონის კედლის მშენებლობა დასრულდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით.

სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო იტყობინება, რომ საზღვარზე უსაფრთხოების სხვა ზომებიცაა დაცული:

დამონტაჟებულია სათვალთვალო კოშკურები, დანიშნულია დამატებითი პერსონალი, დისლოცირებულია სწრაფი რეაგირების ძალები, გავლებულია 183 კმ სიგრძის მავთულხლართები.

გარდა ამისა, საზღვართან გათხრილია 401 კმ სიგრძის თხრილი და გაკეთებულია 86 კმ მიწაყრილი.

საზღვრისპირა რაიონებში, სადაც ჭაობნარები დააშრეს და სათვალთვალო პუნქტები მოაწყეს, აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.

როგორც სააგენტო იუწყება, ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთ-სირიის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 21 256 მცდელობა აღიკვეთა, რა დროსაც დააკავეს 5159 დამრღვევი, ხოლო 117 256 პირს საზღვარზე გადავლა აეკრძალა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები