საზოგადოება

თბილისში წელს 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი

13.01.20 16:00


თბილისში, 2020 წელს 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უკვე დაწყებულია დიღმის მასივში მდებარე მე-19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი, დანარჩენ 13 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია მზადდება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დემონტაჟი შეეხება თბილისის #28; #47; #14; #125; #43; #84; #109; #6; #26; #13; #96; #50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღების დემონტაჟი 2-წლიანი პროექტებია და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ბაგა-ბაღების დემონტაჟის პროცესი მომდევნო წელშიც გადავა. მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. ბაღის შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებულოი როგორც ავარიული.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დანგრევისა და მათ ნაცვლად ახალი ბაღების აშენების. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან ახლომდებარე ბაღებსა ან ალტერნატიულ ფართებში. დემონტაჟის სამუშაოები ეტაპორივად დაიწყება. მზადდება დოკუმენტაცია და წლის მეორე ნახევარში დემონტაჟიც დაიწყება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები