საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

14.01.20 11:15


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„დიდი მადლობა ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახს მასპინძლობისთვის სოფელ შემოქმედში. მინდა, სრულიად საქართველოს გურიიდან მოგილოცოთ კალანდობა! მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს და სხვა მხარეების ძლიერი ტრადიციები, მათი ერთიანობა, ქმნის საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები