საზოგადოება
22.08.16 21:35
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას (ლათ. Pistacia) ბაღები გააშენეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ორი კომპანიის – „TR Georgia Project 2“ და „Aric Group”-ის ახლად გაშენებული ბაღები დაათვალიერა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ირანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ფსტას ეთმობა, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა, შესაბამისად მისი წარმოების განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად დაეხმარებიან ფერმერებს და გაუზიარებენ ცოდნას, რათა ფსტის ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს და მეურნეობა წარმატებით განვითარდეს.
„ძალიან საინტერესო წამოწყებაა საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ფსტა – კაკლოვანი კულტურა ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ახლო მომავალში, კომპანიები „TR Georgia Project 2“ და „Aric Group” მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება.
დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება, ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, – აღნიშნა კომპანია “ARIC GROUP”-ის დირექტორმა, აფზალ რავარიმ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24