საზოგადოება

ეკლესიის რეიტინგი ივლისის შემდეგ 14%-ით შემცირდა – NDI

16.01.20 11:20


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.

ეს მაჩვენებელი 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 14%-თაა შემცირებული.

რაც შეეხება, დანარჩენს ნაწილს, ეკლესიის საქმიანობას უარყოფიდა 12% აფასებს, 25%- საშუალოდ, ხოლო 12% ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ – და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები