პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: "შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, დაანონსებულ ძალადობას და უკანონობას ქვეყანაში"

16.01.20 17:00


"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილი ირაკლი შოთაძის კვლავ შესაძლო მთავარ პროკურორობას ეხმიანება და ამბობს შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, დაანონსებულ ძალადობას და უკანონობას ქვეყანაში.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი შოთაძე დავალებების შესასრულებლად სჭირდება.

"ვფიქრობ, როგორც ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა „ენდიაის“ კვლევებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი შანსი აღარ აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის გადადის როგორც ჩანს, პირდაპირ ტერორის რეჟიმზე.

ამისთვის, რა თქმა უნდა, სჭირდება პროკურატურა, რომელიც იქნება სრულად მართული და შეასრულებს ყველა დავალებას პირადად ივანიშვილისგან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები პირდაპირ გადადის ფარცხალაძის ხელში და ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა ქვეყანაში. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ამაში მონაწილეობს შოთაძის ჩათვლით, მათ მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა იმ კანონდარღვევების გამო, რომელსაც ისინი გეგმავენ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები