პოლიტიკა
16.01.20 17:20
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დასახელება, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო დეფიციტზე მიუთითებს.
მისი თქმით, ყველას ახსოვს, რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე აღნიშნული თანამდებობიდან.
„ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურიდან წასვლა უკავშირდებოდა სარალიძის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ამ კომისიის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურაში სწორად ვერ მიმდინარეობდა გამოძიება.
აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი, რადგან ის ვერ პოულობს შესაბამის კანდიდატურებს და ერთადერთი კანდიდატურა შერჩა – ირაკლი შოთაძე, როცა სწორედ ისეთ საქმეს უკავშირდება მისი წასვლა პროკურატურიდან, რაზეც საგამოძიებო კომისია დაინიშნა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია არ იქმნება ისეთ საქმეებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები არ აქვს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შოთაძე იქნება. საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა, დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი, საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24