საზოგადოება

"ელექტრომობილების იმპორტი 2012 წელთან შედარებით 31%-ით შემცირდა"

16.01.20 17:40


2019 წლის აპრილის მონაცემებით, იმპორტირებულ იქნა 5080 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან მხოლოდ 87 ერთეულია ელექტროძრავიანი, რაც 2%-იც კი არ არის. 2012 წელთან შედარებით, ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი 31%-ით შემცირდა. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, მეტი ინიციატივაა საჭირო, რათა ელექტრომობილებისა და ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოსვლა წახალისდეს.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, ელექტროავტომობილების და ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციისთვის, პარლამენტმა 2016 წლიდან მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მაგრამ საბოლოოდ სტატისტიკა მაინც არა არის სახარბიელო.

ინფორმაციისათვის: პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული ცვლილებით, ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე შემცირდა აქციზის გადასახადი 60%-ით. 2017 წლის ნოემბერში მიღებული ცვლილებებით აქციზისგან გათავისუფლდა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები. 2017 წელს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-გან გათავისუფლდა მსუბუქი ავტომობილების და მოტოციკლების მიწოდება და იმპორტი, ან დროებით შემოყვანა, 2018 წელს ელექტროძრავიანი მიკროავტობუსების და ავტობუსების მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-გან.

"ეს არის ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად, ზოგადად, ჩვენმა ხელისუფლებამ ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოში შემოყვანისთვის შემოიღო, სტატისტიკა არც თუ მთლად სახარბიელოა.

გვჭირდება უფრო მეტი ინიციატივები ელექტროძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები