პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე: ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა

17.01.20 11:40


“როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები ირაკლი შოთაძის მიმართ, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ყოფილ გენპროკურორზე, ირაკლი შოთაძეზე საუბრისას განაცხადა. ის ფიქრობს, რომ პარლამენტში შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

„იყო კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობი, ეს იყო ორგანიზებულ დანაშაულის შემთხვევები, არაერთი დანაშაული, ნარკოტრეფიკინგის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით, ამ საქმეებს ჩემი აზრით, ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა ამ დანაშაულს. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი. სტატუსები არ არის ყველზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

​ცნობისათვის, გენპროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარადგინეს – მათგან ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები