საზოგადოება

MATKA 2020-ზე საქართველო "წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად" დასახელდა

17.01.20 12:40


ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე 16 იანვარს "MATKA 2020" საქართველო "წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად" დასახელდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას ესწრება 80 000 მდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით გაზრდილია 17.7 %-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები