პოლიტიკა

"ივანიშვილი კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს" - "გაბედეს" აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

17.01.20 13:00


მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქციას მართავენ. ახალგაზრდების კითხვები აქვთ, რა კრიტერიუმით შეარჩიეს, ვის და რატომ სურს შოთაძის გენერალურ პროკურორად კვლავ დანიშვნა.

ახალგაზრდები პასუხებს ტექნიკურმა უნივერსიტეტის საპროკურორო საბჭოსგან ითხოვენ.

საქმოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ შოითაძის მთავარ პროკურორად ისევ დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და სწორედ ამას აპროტესტებენ.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ის გეგმავს შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებას. ამ გადაწყვეტილებაში მას რატომღაც ხელი შეუწყო ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები