პოლიტიკა

სოცმუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ – კილაძე

17.01.20 13:40


საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის თქმით, სოცმუშაკებს წელს ანაზღაურება 1200 ლარამდე გაეზრდებათ. აღნიშნული მან პარლამენტში სოცმუშაკებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კილაძემ თქვა, რომ რეფორმის ფარგლებში სოცმუშაკებს ხელფასი თავდაპირველად 1200 ლარამდე გაეზრდებათ და ანაზღაურება ამა წლის 20 იანვრამდე ჩაერიცხებათ, “მაგრამ ჩვენ არ ვაპირეთბ ამაზე გაჩერებას“ – დაამატა კილაძემ.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები შესაბამისად 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება.

მან განაცხადა, რომ ხელფასები სოცმუშაკებს 2025 წლის დადგომამდე გაუორმაგდებათ.

„ვამატებთ სოციალურ მუშაკებს, ყველა სამინისტროს ფარლგებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები,“ – თქვა კილაძემ.

ამავე შეხვედრაზე გადამზადებულ სოცმუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს. 800 1000

რეფორმას წინ უძღოდა სოცმუშაკების შარშანდელი გაფიცვა.სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა, სოცმუშაკების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებდნენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას.

ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები