პოლიტიკა

გიორგი გახარია - სამწუხაროდ, კვლევები პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა

17.01.20 14:00


გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევა გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით.

„ამიტომ, ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ არჩევნებს”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ გუშინ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი კითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები