პოლიტიკა
17.01.20 16:00
გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დიალოგის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კასრელიშვილი პრემიერ გიორგი გახარიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებებს გამოეხმაურა.
„მივესალმები აფხაზეთის მხარის განცხადებას და დიდი კმაყოფილებით მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერის განცხადებას, გამოსავალი მხოლოდ დიალოგშია. როგორც არ უნდა მძიმე და მიუღებლი იყოს გარკვეული ფენებისთვის, დიალოგია გამოსავალი. დანარჩენი ბუნებრივად გამოჩნდება.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე პოლიტიკის გარდა, ყველაფერზე, შეიძლება ვილაპარაკოთ. პირველი ესაა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ჯანდაცვა, აფხაზური კულტურის პროპაგანდა, აფხაზების როლის პროპაგანდა საქართველოს ისტორიაში , აფხაზ ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, საქართველოში ისწავლონ, ასევე უფასო მკურნალობის საკითხი.
ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი. მაინც და მაინც ულტიმატუმებით და პოლიტიკური თემებით ნუ დავიწყებთ ლაპარაკს“- განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია ასლან ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა.
„„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.
ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა”- განაცხადა ბჟანიამ.
დიალოგის აუცილებლობაზე რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგეი შამბამაც ისაუბრა.
სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.
„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“, – განაცხადა შამბამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24