პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი 20 იანვარს გააკეთებს განცხადებას, დაბრუნდება თუ არა პარლამენტში

17.01.20 16:20


დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ამ საკითხთან დაკავშირებით ის საკუთარ პოზიციას ორშაბათს დააფიქსირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქუცნაშვილი სწორედ 20 იანვარს განაცხადებს.

ზაქარია ქუცნაშვილის კვლავ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.

სურს თუ არა კვლავ პარლამენტში დაბრუნება ყოფილ დეპუტატს, ამას არ აკონკრეტებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა. 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები