პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე - გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა

17.01.20 17:20


გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში“.

„გახარიამ მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს, რადგან კახა კალაძის სახით უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა ნაკლებად გააჩნიათ. ისინი ადვილად ბარგდებიან იქ, სადაც ახალი სიმძიმის ცენტრი ჩნდება,”-აცხადებს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები