საზოგადოება

ქართული ღვინო გინესის რეკორდების უძველეს ღვინოებს შორისაა

17.01.20 18:00


“ღვინის წარმოშობის შესახებ ქიმიური მტკიცებულება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 6000-5800 წლებით თარიღდება (ადრეული ნეოლითური ხანა), მიღებული იქნა ძველი თიხის ჭურჭლის ნარჩენებისგან, რომლებიც გადაჭრილის და შულავერის გორას არქეოლოგიურ ადგილებში, თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში აღმოაჩინეს.

ნარჩენები ღვინის სტატუსით აღიარეს, რადგან მათში აღმოაჩინეს ტარტინის მჟავა, რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება შუა აღმოსავლეთის ევრაზიულ ყურძენში (Vitis Vinifera) და მისგან დამზადებულ ღვინოში.

ხოლო ევრაზიის ყურძენში აღმოჩენილი სხვა ორგანული (ვაშლის, ლიმნის და ქარვის) მჟავების აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა ღვინის წარმოშობის სიძველე.” – ნათქვამია ვებ გევრდზე განტავსებულ ინფორმაციაში.





წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები