საზოგადოება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

20.01.20 11:00


ნარკოდანაშაულის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტანტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 110 აბი “მეტადონის”, “ჰეორინისა” და “მეტამფეტამინის” შემცველი ნარკოტიკები ამოიღო.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები