პოლიტიკა

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე რიგით მეორე წლიური ანგარიშით წარდგება

20.01.20 11:15


პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის – 15 წუთს.

აღნიშნული გამოსვლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრნენ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები