პოლიტიკა

მღვდელმთავრებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს შესაძლოა კიდევ მიმართონ

20.01.20 11:30


მღვდელმთავრებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს შესაძლოა კიდევ მიმართონ. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მეუფე იოანე გამრეკელი მორიგ განცხადებას აკეთებს.

მეუფე აცხადებს, რომ სინოდმა უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მიმართვა ძალაში რჩება.

„მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები