პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის სახელმძღვანელოა აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიციები

20.01.20 12:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის წერილი კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას ეხება.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ საქართველოს სახელმწიფო აღნიშნულ დავაში თავის ინტერესებს დაიცავს.

„ამ კონკრტული კონგრესმენის განცხადება, როგორც მისი ტექსტიდან იკვეთება, უკავშირდება კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ დავას.

იცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ამ კომპანიასთან აქვს მიმდინარე დავა. შესაბამისად, ამ დავის ფარგლებში, მე, როგორ ხელისუფლების წარმომადგენელი, დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს საკითხი განიხილება და დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო ამ დავაში თავის ინტერესებს დაიცავს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, საქართველოს ხელისუფლებისთვის სახელძღვანელოა ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიციები.

თალაკვაძის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების, ამერიკელი პარტნიორების შეფასება კი არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა რეგიონში.

„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენთვის აქ სახელმძღვანელო არის ოფიციალური ვაშინგტონის, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიციები, რაც მოვისმინეთ არაერთხელ როგორც ელჩის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. ამერიკელი პარტნიორების შეფასება არის ის, რომ საქართველოს აქვს შეუქცევადი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების დაცვის და რაც მთავარია, აუსაფრთხოების სფეროში არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცები მხარ და მხარ იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს მისიების ფარგლებში“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ძალიან მაღლ დონეზეა.

„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მაღალი დონის ვიზიტს აშშ-ში და აუცილებლად ყველა საკითხზე ვისაუბრებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები