პოლიტიკა
20.01.20 13:40
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ დიპლომატს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ეფექტურ პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24