პოლიტიკა

"100/50-ის ფორმულა ტოვებს შანსს, მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით, მთავრობა შეიქმნას"- ბოკერია

20.01.20 15:00


"ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული სიით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული სისტემით შეყვანას გულისხმობს, იძლევა შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა ძალამ მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით უმრავლესობა მოიპოვოს"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"100/50-ზე ბალანსი იძლევა შესაძლებლობას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ უმრავლესობა მოიპოვოს.

მეოთხედზე ცოტა მეტით. ანუ სამი ადამიანიდან ერთზე ნაკლები რომ აძლევს პოლიტიკურ ძალას ხმას, იმ ძალას აქვს შანსი, რომ უმრავლესობა ჰქონდეს. წარსული გამოცდილებით და მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც გამორიცხავს მეოთხედი მხარდაჭერით და მესამედზე ნაკლებით ჰქონდეს უმრავლესობა. ამ შემოთავაზებაზე უარი ითქვა ამ მიზეზით,"- ამბობს ბოკერია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები