საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 216 გვაქვს – იგივე დონეზეა, რაც წინა კვირას იყო

20.01.20 16:00


დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 216 გვაქვს – იგივე დონეზეა, რაც წინაა კვირას იყო, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“დღევანდელი მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 216 – იგივე დონეზეა, რაც წინაა კვირას იყოს, როცა 100 ათას მოსახლეზე 219 იყო. ახალი შემთხვევების რაოდენობა, გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციებით, განსხვავებით წინა კვირასთან, მატება გვაქვს 5%-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში, ანუ ჰოსპიტალიზაცია მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, რომელიც დიდი ალბათობით მაინც გახლავთ, ალბათ ბავშვთა კონტიგენტის ხარჯზე,”- განმარტა ამირან გამყრელიძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები