პოლიტიკა

"მთავარია, ვიპოვოთ ისეთი შედეგი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია" - ევროკავშირის ელჩი საარჩევნო სისტემაზე

20.01.20 16:20


ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება დიალოგის გაგრძელებაზე, რაც მისასალმებელია.

დიპლომატის განცხადებით, სასურველია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ეცდება გარემოს დეპოლარიზაციას და განამტკიცებს ნდობას.

მთავარია, მოვახერხოთ წინ წასვლა და ვიპოვოთ ისეთი შედეგი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ თემების, რომელზეც შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიუსელისა და ბევრი ევროპული დედაქალაქის პერსპეტივიდან, დეპოლარიზაცია ჩვენთვის არის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,“ - აღნიშნა ჰარცელმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები