საზოგადოება

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

21.01.20 12:20


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრუტზე გადანაწილდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი

უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.

„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, გარდა ამისა, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დამტენები.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები