საზოგადოება

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა

21.01.20 12:40


"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში მისი მოსმენისას განაცხადა.

მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა სტატისტიკაზე ისაუბრა.

"2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, პარიმრობაში მყოფ პირთა საერთო ოდენობა იყო 9762, აქედან 7968 იყო მსჯავრდებული, ხოლო 1000-მდე პირი ელოდა განაჩენს. აქედან 308 არის ქალი, ხოლო 13 კი არასრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა. შედარებისთვის, 2010 წელს ეს რიცხვი 144 იყო, 2011 წელს 140, ხოლო მოგვიანებით, 2013-2018 წლებში გარდაცვლილ პატიმართა საშუალო რიცხვი 20-ს არ აღემატებოდა",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მინიმალურ ზღვარზეა.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ციხეებში 27 პატიმარი შიმშილობს, რომელთაგან 16 ბრალდებულია და მათი პრეტენზიების ადრესატი საგამოძიებო ორგანოებია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები