საზოგადოება

ელიზაბეთ რუდი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ

21.01.20 15:20


"C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ",- აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ელიზაბეთ რუდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

მხარეებმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ელჩმა პროგრამის წარმატებას ხაზი გაუსვა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

"მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია გილიადის ჩართულობით.

ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო, C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით, აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს", - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები