პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

22.01.20 10:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულმა ურთიერთობებმა მაღალი დონის შეხვედრების ფონზე განსაკუთრებით დადებითი დინამიკა შეიძინა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობა. გიორგი გახარიამ და არმენ სარქისიანმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც განაგრძონ ორი სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები