პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

22.01.20 11:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში ყურადღება თავდაცვისა და სამხედრო განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს.

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები