პოლიტიკა

საკრებულოს დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

22.01.20 11:15


თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ იკავებს.

მისი განმარტებით, ის მონაწილეა იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

„განსაკუთრებით ჩემს ასაკში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნებოდა, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი იმ გუნდიდან, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული, ცივილური განვითარება შეუქცევად რელსებზე გადაიყვანა. თუმცა, ამ ეტაპზე, უარს ვამბობ პარლამენტარის მანდატზე და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საპარლამენტო გუნდს.ჩემთვის, როგორც 25 წლის ახალგაზრდისთვის, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტიაში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ ვიკავებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი დავიწყეთ. თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ერთად მივიღეთ დედაქალაქის გენერალური გეგმა. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. გასული წლის ბოლოს, პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში უმსხვილესი კვირეული განვახორციელეთ. ჩემი საქმიანობა თანატოლების ინტერესების დაცვას ემსახურება. თანატოლების, რომლებთაგანაც ათობით ათასი ჩვენი ახალგაზრდულის წევრია "- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია.

იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალებით, საქართველო დიდ ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები