პოლიტიკა

გიგი უგულავა პარლამენტთან რუსთაველის შემოღობვაზე: ჩვენი საქმე ქნეს, აწი რუსთაველი ლეგალურად გადაიკეტება, პასუხს კალაძე აგებს...

22.01.20 12:00


თბილისის ყოფილი მერი მოქმედს აკრიტიკებს და ფეისბუქზე წერს, რომ მერიის ქმედების შემდეგ (პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის შემოღობვა) პასუხისგება კახა კალაძეს მოუწევს, რადგან რუსთაველი "ბუნებრივად და ლეგალურად" გადაიკეტება.

"ასე გამოიყურება რუსთაველი, პარლამენტის წინ. სათამაშოები აიღეს და შემოღობეს. ჩვენი საქმე ქნეს. აწი რუსთაველი ბუნებრივად და ლეგალურად გადაიკეტება. პასუხს კალაძე აგებს", - წერს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მერიის სამსახურებმა სათამაშოები აიღეს და ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით შემოღობეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები