პოლიტიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ველით, რომ საქართველოში მიმდინარე წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

22.01.20 13:00


ველით, რომ მიმდინარე წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეინარჩუნონ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკიმ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით საქართველო სტაბილური ფაქტორია ცვალებად რეგიონში.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა უსაფრთხოების კუთხით. ის არის სტაბილური ფაქტორი ცვალებად რეგიონში და ისეთი ღირებულებების მიმართულებით, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიულობა. დაუღალავი შრომითა და რეფორმებით საქართველო ნამდვილად გახდა სამაგალითო ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, ამან გააჩინა ამ სტანდარტის შენარჩუნების მაღალი მოლოდინი.

ველით, რომ მიმდინარე წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეინარჩუნონ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველო გაძლიერდება, როგორც დემოკრატია და ასევე როგორც ერი.

ნიდერლანდები საქართველოს მოკავშირე იქნება, როგორც რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე პროექტების მიმართულებით, რომლებიც ხორციელდება“, - განაცხადა სტეფ ბლოკიმ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები