პოლიტიკა

ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს - კალაძის განმარტება პარლამენტის შემოღობვაზე

22.01.20 13:40


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წინ აღმართულ კონსტრუქციაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წინ არსებული სივრცე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ საუყოვნებლივ საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას.

"პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. არსებული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მინდა ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მოწესრიგებაც. ჩვენ პროექტი გასული წელს შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ.

დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე თბილისში", - აღნიშნა კალაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები